ვენეცია (იტ.: Venezia, ვენეც.: Venexia,Venessia), მეტსახელად არხების ქალაქი, იტალიის რეგიონის ვენეტო და ვენეციის პროვინციის დედაქალაქი. მოსახლეობა 2009 წლის 30 აპრილის აღწერით შეადგენდა 270 660 ადამიანს. ქალაქი პადუასთან ერთად პადუა-ვენეციის აგლომერაციას ეკუთვნის, მოსახლეობით 1.600.000.
სახელი მომდინარებს აქ მაცხოვრებელი ანტიკური პერიოის ხალხისგან, რომლებსაც ვენეტები ეწოდბოდათ და ქრისტეშობამდე დაახლოებით X საუკუნეში ცხოვრობდნენ. ქალაქი ისტორიულად ვენეციის რესპუბლიკისდედაქალაქი იყო. ხშირად ვენეციას სხვადასხვა ეპითეტებით მოიხსენიებენ: "La Dominante", "Serenissima", "ადრიატიკის ზღვის დედოფალი", "წყლის გალაქი", "ნიღბების ქალაქი", "ხიდების ქალაქი", "მცურავი ქლაქი" და "არხების ქალაქი".

No comments:
Post a Comment